დელუქსი ნომერი

მე-8-ე სართულზე განთავსებული დელუქსის ტიპის ნომრები გამოირჩევა ქალაქის საუკეთესო ხედებით. დეკორატიულად მორთული ნომრები თქვენი დასვენებისთვის მდიდრულ, თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს შეგიქმნით. საქმიანი მიზნით მოგზაურებისთვის კი ხელმისაწვდომია სამუშაო მაგიდა და მშვიდი გარემო.

ნომერში ხელმისაწვდომია: მინი სამზარეულო, მინი ბარი, ტელეფონი, Wi-Fi ინტერნეტი, კაბელური ტელევიზია, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, საშხაპე კაბინა, ტანის გელი, შამპუნი, საპონი, ჰიგიენური საშუალებები, თმის საშრობი, ჩუსტი, ხალათი.

ნომრების რაოდენობა: 2 ნომერი