ჩვენი სასტუმრო

სასტუმრო აისი ბათუმი!

2012 წელს დაარსებული, 14 სართულიანი სასტუმრო აისი განთავსებულია ქალაქ ბათუმის ცენტრში, ზღვიდან 250 მეტრის მოშორებით.

სასტუმროში სულ 55 ნომერია, თითოეული ნომერი გამოირჩევა კომფორტით და სასიამოვნო ინტერიერით. ნომერებში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: მინი ბარი, ტელეფონი, Wi-Fi ინტერნეტი, კაბელური ტელევიზია, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, საშხაპე კაბინა,ჯაკუზი, ტანის გელი, შამპუნი, საპონი, ჰიგიენური საშუალებები, თმის საშრობი, ჩუსტი, ხალათი.

აქ, თქვენი სხეულის გაჯანსაღებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ მასაჟის მრავალფეროვანი არჩევანით, დაკავდეთ სპორტული აქტივობებით ან უბრალოდ გაერთოთ ბილიარდის თამაშით.

გთავაზობთ სასიამოვნო და მყუდრო რესტორანს მე-13-ე სართულზე, რომელიც გამოირჩევა ქალაქისა და ზღვის საუკეთესო ხედებით, უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოთი.

სასტუმროს 2016 წელს მიენიჭა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, 2016-2017 წელი".

გვესტუმრეთ,

სასტუმრო აისი თქვენ გელით!